"ბაიერნისთვის" უარის თქმა მარტივი არ ყოფილა" - რანგნიკმა განმარტა, რატომ თქვა უარი "რეკორდმაისტერის" გაწვრთნაზე

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა Kicker-თან საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც "ბაიერნის" გაწვრთნაზე უარი თქვა.

"ბაიერნის" გაწვრთნაზე უარის თქმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო.

გავრცელდა ჭორები, რომ "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე უარი ული ჰიონესის გამო ვთქვი, ეს სრული სიცრუეა.

პირიქით, ამ წინადადებას რომ დავთანხმებოდი, ჰიონესი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნებოდა. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ასეთ დროს ავსტრიის ნაკრების დატოვება მართებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა", - განაცხადა რანგნიკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული