Corriere dello Sport-ის ცნობით, "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გამოცდილი მცველის შენარჩუნება სურდა, თუმცა იტალიელი "ნაპოლის" ფანების საქციელით იმედგაცრუებულია და კლუბის დატოვება მყარად აქვს გადაწყვეტილი.
მოგეხსენებათ, სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრებმა დი ლორენცოს დაუსტვინეს.
"დი ლორენცოს დაველაპარაკები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აზრს შეიცვლის. მან პირისპირ უკვე რამდენჯერმე მითხრა, რომ "ნაპოლიდან" რაც შეიძლება სწრაფად წასვლა სურს", -
შეგახსენებთ, ჯოვანი "ნაპოლის" 2019 წელს, "ემპოლიდან" შეუერთდა.
დი ლორენცოს აგენტი - ჯოვანი "ნაპოლის" ფანების საქციელით იმედგაცრუებულია
"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი