იტალიური მედიის ცნობით, მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა. დი ლორენცოს პარასკევს კონტემ დაურეკა და უთხრა, რომ გუნდს მხოლოდ მის ცხედარზე გადაბიჯების შემდეგ დატოვებს, თუმცა დარჩენაზე ვერ დაიყოლია. კაპიტანმა მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ მისი ციკლი „ნაპოლიში“ დასრულდა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კლუბს. „იუვენტუსი“ მზადაა ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, აურელიო კი 25 მილიონს მოითხოვს, რადგან იცის, 50
დი ლორენცო „ნაპოლიმ“ „ემპოლისგან“ 2019 წელს 8 მილიონად შეიძინა, ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი 47 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2020 წელს ჯოვანის „მანჩესტერში“ გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და 2022 წელს ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის წასვლის შემდეგ გუნდისთავი გახდა.
ვერ ხერხდება ვიქტორ ოსიმენის ევროპულ კლუბში გაყიდვა და ნიგერიელით საუდის არაბეთში“ „ალ ჰილალის“ სახით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა, რომელიც 120 მილიონის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება. ადგილობრივი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ კონტეს ხელში კიდევ უფრო პროგრესირება შეუძლია, ხოლო იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Tele A-ს ეთერში განაცხადა, რომ ქართველი გუნდში მნიშვნელოვანი როლისაა, უფრო სასარგებლოც შეუძლია გახდეს, მაგრამ ბევრი რამ შეთავაზებებზე იქნება დამოკიდებული და თუ 80 მილიონის გადამხდელი გამოჩნდება, უნდა გაასხვისონ.