"იცით, პარიზში მეზობლებმა ჩემს შვილებს რა უთხრეს?" - მესი

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ.

"სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებდი.

პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. იმ დროს საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ვეთანხმები თუ არა მბაპეს, რომ ევროპის
ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად სათამაშო ტურნირია? - რა თქმა უნდა, მბაპე ცდება. ევროპის ჩემპიონატზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის გამარჯვებული ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი არ თამაშობენ. ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატი იყო", - განაცხადა მესიმ.

altმესი: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

altლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

alt"მესი ნაბიჭვარია" - "რეალის" ფანებს "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი არ ავიწყდებათ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
მართალია მესი უდიდესი ფეხბურთელია
მაგრამ რატომ გავიწყდებათ მთავარი სხვისი უფლებები იწყება იქ სადაც ჩემი მთავრდება... ოქროს შუალედის პოვნა ძნელია და როდესაც მეზობელს აძაგებთ კერძოთ მესის მეზობლებს ნუ დაივიწყებთ რომ თქვენც მეზობელი ხართ და რამდენჯერ მიუთითეთ მეზობელს როდესაც შეგაწუხა მათმა საქციელმა.. მესის თუ ეპატიება მაშინ იმ თქვენთან მეზობელმა რა დააშავა თუ მანდამაინც მესი არაა რომ აპატიოთ
კობა
16 ივნისი 2024 08:14
0
მესის ფეხბურთის ყურება თუ უფასოდ შეუძლიათ და ამას უშლიან დურაკები ყოფილან, მაგ მეზობლებს აშკარად ჩარჩენილი აქვთ და ვერ მოუნელებიათ, თუ როგორ აახია ლეომ მსოფლიო თასი
ბლაუგრანა
16 ივნისი 2024 03:36
1
ისე მესის რომ მესისთან რა ნამუსით უნდა მიხვიდე და უთხრა ფეხბურთს ნუ თამაშობთ გვაწუხებთო
საქართველო
15 ივნისი 2024 05:19
2
ეგ არის ზუსტად შემდგარი საზოგადოება სადაც წესებს იცავენ და კერპები არ ყავთ.
ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სხვის პირად სივრცეს და დაიცვას წესები.
ბასტილია
15 ივნისი 2024 10:42
2
აღმაშფოთებელია, ეს რა საშინელი ცხოვრება ქონია ლეოს პარიზში. ვაახ, ვახ და ვახ! საჭყალი,კარგია რომ დროულად გამოასწრო.
ვაახ!
14 ივნისი 2024 18:29
22
შენ ხუმრობ და მართლაც საშინელებაა ძირა სართულიდან რომ მეზობელი ამოდის და გეუბნება: ოთახში ფეხაკრეფით იარე ნევროზი მაქვს და ფეხის ხმა მაღიზიანებსო.
ჟორა
15 ივნისი 2024 10:37
1
აბა ! ))))
Ილია
15 ივნისი 2024 06:09
0
ყველა გამოხმაურება
რთულად სათამაშო და უძლიერესი,ორი სრულიად განსხვავებული ცნებებია.მბაპე იმას გულისხმობს,რომ ევროპის ჩემპიონატზე,თითქმის თანაბარი დონის გუნდები თამაშობენ და ყველას შეუძლია სიურპრიზის გაკეთება.მსოფლიოს ჩემპიონატზე კი,უძლიერესი გუნდები თამაშობენ,თუმცა მათ გვერდით,ძალიან სუსტებიც ხვდებიან,ვისთან მოგებაც,არავისთვისაა პრობლემა.საქართველოს ჩემპიონატზეც სამართლიანად ამბობენ,რომ რთულად სათამაშო ტურნირია,რადგან ყველას,ყველას დამარცხება შეუძლია,თუმცა ჩემპიონატის დონე,რბილად რომ ვთქვათ,მაღალი არ არის.
სოსო
14 ივნისი 2024 17:51
3
ლაპორტას დედა... თორე ლეო მესის საფეხბურთო კარიერა ბარსელონაში უნდა დაემთავრებინა! დღემდე ვერ ვეგუები იმ აზრსს, თუ როგორ გაიმეტეს ისეთი ფეხბურთელი როგორიც ლეო მესია!
გია
14 ივნისი 2024 15:04
2
100%-ით მართალი ხარ.
გიას
14 ივნისი 2024 15:19
1
ფაქტია გერმანიას და იტალიას მსოფლიო უფრო მეტჯერ აქვტ მოგებული ვიდრე ევროპა :)
ზოგადად ეს აზრი იქიდან მოდის რომ ევროზე ადრე მცირე რაოდენობის გუნდები ტამაშობდენ. მე ისიც კი მახსოვს რომ მსოფლიოზე მხოლოდ 8 გუნდი გადიოდა. ამიტომ ძალიან სერიოზული გუნდებიც კი ვერ ხვდებოდენ ხშირად ევრო ტურნირზე, და რადგან მცირე რაოდენობის გუნდებიი იყო აქედან გამომდინარე ყველა თამაში ფინალის ტოლფასი იყო.
d
14 ივნისი 2024 14:45
2
ღამე ვინმემ რომ არ დამაძინოს, მესი კი არა, რომის პაპი რომ იყოს, რომ ავუვარდები, შავ კვამლს ამოუშვებენ ვატიკანიდან... :დ
ქუთაისელი
14 ივნისი 2024 14:31
7
ჩერჩილი შენ არ ხარ სავარაუდოდ და ღამის 9 საათზე რა გაძინებს? :)
ჯეჯე
14 ივნისი 2024 16:57
2
12 ჯერ ევროპულმა ქვეყანამ აწია თასი და 10 ჯერ სხვამ. ზოგადად სამხრეთ ამერიკელები სკეპტიკურად უყურებენ ევროპის ჩემპიონატს ( დაგვცინიან კიდეც) .... არხარ შენ მართალი ლეო, შენ სიყვებში ობიექტურობა არ ჩანს , ციფრები ყოველთვის ასახავს რეალობას,
გიო
14 ივნისი 2024 14:17
7
რალურად ევროპის ჩემპიონატს 2 გუნდია აკლია და იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატი! არგენტინა და ბრაზიალია. ისევე როგორც ინგლისის პრემიერ ლიგას აკლია 3 კლუბი და იქნებოდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი! კერძოდ რეალი,ბარსა და ბაიერნი! შეიძლება იტალიიდან დაამატო 1 ან 2 კლუბი!
რერო
14 ივნისი 2024 12:46
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული