საფონოვი პსჟ-ის ფეხბურთელი და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" რუსი მეკარის მატვეი საფონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პარიზულმა კლუბმა "კრასნოდარს" საფონოვის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მატვეი პსჟ-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა, აქამდე ეს რეკორდი კეილორ ნავასს ეკუთვნოდა. კოსტა-რიკელი მეკარე ფრანგულ კლუბს 2019 წელს, მადრიდის "რეალიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

შეგახსენებთ, პსჟ-ის მთავარი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს 3 წლის წინ "მილანიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

alt"შეძლებს თუ არა საფონოვი დონარუმასთვის კონკურენციის გაწევას?" - ამელიას კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 17 /
Აკინფეევის გაუმჯობესებული ვერსიაა. Იგორი კიდევ მაგარი იყო.
Გიო
21:03 15-06-2024
1
ძირს პარისერჟერმენი ფურთხის ღირსები ეგენი
იმერელი
12:27 15-06-2024
4

სიახლეები პოპულარული