"ყველა თავს რატომ მესხმის? იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ!" - ოსიმენი წყობიდან გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე დღის წინ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი ჯორჯ ფინიდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფინიდმა კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიგერიის ბენინთან (1:2) მარცხში ვიქტორ ოსიმენი დაადანაშაულა, რადგან ტრავმის გამო ვიქტორმა ნაკრებიდან წასვლა მოითხოვა.

"ოსიმენს თხოვნას ვერ დავუწყებ იმის გამო, რომ ნაკრებში ითამაშოს", - განაცხადა ფინიდმა ბენინთან მატჩის შემდეგ.

აღნიშნულ განცხადებს ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა.

"ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავკარგე. ყველა თავს რატომ მესხმის? მიუხედავად ნაკრებში მიღებული არაერთი ტრავმისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად დავხმარებოდი ახლა კი მარცხს ყველა მე
მაბრალებს.

როდესაც ტრავმის შესახებ ფინიდის ვესაუბრე, ჩვენი ლაპარაკი ჩავიწერე. რადგან ვიცოდი, რომ სიტუაციის გამოყენებას ჩემ საწინააღმდეგოდ ეცდებოდნენ, იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ", - განაცხადა ოსიმენმა.

ნიგერია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 5 ქულით, ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილს იკავებს.

altოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altოსიმენი ლამის დეპრესიაშია: "გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ, ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან"

მკითხველის კომენტარები / 8 /
,,რრა ფირთენზიებია??? სად არის შშშშს მიუნისტრიუ? ვაჟა შაველამ თქუა,,

ვიცოდი რომ ფურუნკული იყო და დროის ამბავი იყო მისი გასკდომა

ჯერ სადა ხართ, აწი უყურეთ მაგის ისტერიკებს
დავითი
16 ივნისი 2024 23:10
6
წარმატებები ოსიმენს რომელიმე არაბულ გუნდში.
რეალობა
16 ივნისი 2024 18:31
9
Რას ქვია საუბარი ჩავიწერე და დავდებ? Ლაურენტესი ფიქრობს, რომ 120 მლნ-ს გადაუხდიან გაუწონასწორებელ ფეხბურთელში რომელიც საუბრებს იწერს? Სწორია პსჟ რომ უარი თქვა, არავის ჭირდება ფეხბურთელი ვინც გარემოს ძაბავს. Ამის მომავალი წესიერ კლუბებში გადახაზულია.
Ვისტი
16 ივნისი 2024 18:27
14
რამდენჯერაც ნაკრებში წავიდა,თითქმის ყოველ ჯერზე,ტრავმიანი დაბრუნდა ნაპოლიში.წელსაც ხომ ვნახეთ,რამდენი თამაში გაუცდა და კიდევ რამდენ თამაშში,აშკარად ეტყობოდა,რომ სრული ძალით ვერ თამაშობდა.მას დააბრალო,რომ ნაკრებში თამაში არ უნდაო,ქვეყნის ღალატის დაბრალებას ნიშნავს,ამდენ ტრავმას რომ იღებს ნაკრებში,ეგ კი ნაკრების სამედიცინო სამსახურის დაბალ კვალიფიკაციას.მწვრთნელის შეუსაბამობა,მის სიტყვებიდანაც კარგად ჩანს და ბიჭს თავის დაცვის უფლებაც არ უნდა ჰქონდეს?დაუმსახურებელი შეურაცხყოფა,არავინ უნდა მოითმინოს.ეგეც არ იყოს,დააბრალეს რაღაცა სისაძაგლე და ამანაც,თუ არ გაჩუმდებით,იძულებული გავხდები,თავის დაცვის მიზნით,ჩანაწერი გამოვაქვეყნოვო.გამოქვეყნება მაინც არ იკადრა.ამის გამო მასზე აუგის თქმა,ნებისმიერი მხრიდან,არაწესიერი საქციელი იქნება.
სოსო
16 ივნისი 2024 23:54
3
იცოდე მაინც რა ხდება ნიგერიაში და მიხვდებოდი რასაც ქვია
ნიკა
16 ივნისი 2024 19:11
3
მეცოდება ვიქტორი ასეთი ბულინგის ქვეშ რომ არის. კარგი ბიჭია და კარგი ფეხბურთელი. მრისხანე ძალა იყო ხვიჩასთან ერთად წინ სეზონში. ნაკლებად უნდა მიაქციოს ყურადღება იდიოტებს და მტრებს. ყველა წარმატებულ ადამიანს ყავს მტერი და მოშურნე. წარმატება ვიქტორს.
G.LA
16 ივნისი 2024 17:19
3
თქვა ამ კაცზე ჯუღელმა არაბულ ჩემპიონატში თუ გადავა ეგ იქნება მაგის მაქსიმუმიო და დაესიენ, რა თქვა ტყუილი? საკუთარ ნაკრებში არ უნდა თამაში და ეს ნაპოლიში ითამაშებს? ან რა პრეტენზიები აქვს, ესეც რონალდუ, ან მესი არ მყავდეს, საშუალო დონის თავდამსხმელია, წავიდეს ბანანი მოკრიფოს და ნერვები დაიმშვიდოს.
მომეცი მანგო
16 ივნისი 2024 15:49
41
Kargit Ra es tu nakrebshi ar tamashobs aba sad tamashobs.sul mand igebs tramvebs da amis gamo napolshic naxevari sezioni martla ar utamashnia...
Khat-khat
16 ივნისი 2024 16:37
3

სიახლეები პოპულარული