"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ მოთამაშეს დღესვე შევიძენდი" - იამალმა ნიკო უილიამსზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინე იამალმა "ბილბაოს" შემტევის, ნიკო უილიამსის შესახებ ისაუბრა.

16 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ყველაზე მეტად უილიამსთან ერთად თამაში სურს.

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეძენა შემეძლოს, ნიკო უილიამსს ავირჩევდი. იმედი მაქვს, "ბარსელონაში" მასთან ერთად ვითამაშებ", - განაცხადა იამალმა.

შეგახსენებთ, უილიამსი "ბილბაოს" აღზრდილია. ნიკოს ბასკურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მის მსურველ კლუბებს 50 მილიონად კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა იამალსაც გადაეხარა, ცისფერი უილიამსივით… ტფუი!
ლაშა
19 ივნისი 2024 15:14
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული