"ბიჭებო, ეს მსოფლიოს დასასრული არ არის" - პრინცი უილიამი ინგლისის ნაკრების გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელები გაამხნევა

AutoSharing Option
20 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისისა და დანიის (1:1) მატჩის შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი გასახდელში ჩავიდა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გაამხნევა.

შეხვედრის შემდეგ საუთგეიტის გუნდმა საფეხბურთო ექსპერტებისგან და გულშემატკივრებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

Daily Mail-ის ცნობით, პრინცმა უილიამმა მოთამაშეები გაამხნევა.

"ბიჭებო, ეს მსოფლიოს დასასრული არ არის. ჯგუფს ისევ ვლიდერობთ, არ წაგვიგია, უბრალოდ ფრე ვითამაშეთ. უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და შემდეგ მატჩს უნდა დაველოდოთ, ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - უთხრა უილიამმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, საუთგეიტის გუნდი
მორიგ შეხვედრას 25 ივნისს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს.

altდანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მუხლებზე დამხობილი ვოუქი ინგლისის ნაკრები და მისი ლგბტ სამკლაურიანი მწვრთნელი. უნდა წააგონ რაც შეიძლება ხშირად.
გიორგი
10:37 24-06-2024
5
ქვეყნის არა, მაგრამ თქვენი აღსასტული კია…
ლაშა
22:21 23-06-2024
4

სიახლეები პოპულარული