ნაჩოს წასვლის შემდეგ "რეალს" მოდრიჩი უკაპიტნებს

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტანი ნაჩო ერნანდესი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაბულ "ალ ქადისიას" შეუერთდება.

ესპანური გამოცემა COPE-ს ცნობით, მომდევნო სეზონში "ბლანკოსს" ლუკა მოდრიჩი უკაპიტნებს, გუნდის ვიცე-კაპიტანი კი დანი კარვახალი გახდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 34 წლის ნაჩო "ალ ქადისიასთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და საუდის არაბეთის პროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.
სიახლეები პოპულარული