"საფეხბურთო ღმერთი ყოველთვის სამართლიანი არ არის" - მოდრიჩი იტალიასთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 24 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ხორვატია იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხორვატები მოდრიჩის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სპალეტის გუნდმა 90+8 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, "სკუადრა აძურადან" გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ძაკანიმ გაიტანა.

ამ შედეგით იტალია B ჯგუფში მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, ესპანეთი პირველი ადგილიდან, ხოლო ხორვატია 2 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს.

შეხვედრის შემდეგ 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საფეხბურთო ღმერთი ყოველთვის სამართლიანი არ არის, იტალიასთან, ისევე, როგორც ალბანეთთან,
გოლები ბოლო წუთზე გავუშვით. ფეხბურთი ზოგჯერ დიდი იღბლის მომტანია, ხანდახან კი - სევდის. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ დავიცავით ჩვენი ქვეყნის სახელი. ეს დღე ჩვენთვის ძალიან სევდიანია", - განაცხადა მოდრიჩმა.

38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.

altძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ იტალიისტი ვარ თანაც ყველაფერში,მაგრამ ხორვატიას რომ მოეგო იტალია 3 ქულით გავიდოდა და ხორვატიაც.უბრალოდ ხორვატიას დიდი დამსახურება აქვს ევროპულ ფეხბურთში.
jiji
16:10 25-06-2024
1
ისე რამდენჯერმე ვნახე სპეციალურად, ფრატეზის ბურთი ხვდება მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენა ხელზე. როგორც ვიცი, სხეულიდან ასხლეტილი ბურთი თუ ხვდება ხელზე, იქ პენალტი არაა, თუ წესები შეიცვალა და მე ვცდები?
ბექა
15:00 25-06-2024
0

სიახლეები პოპულარული