ალექსის სანჩესი შესაძლოა, "უდინეზეში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით "უდინეზეს" შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი მზადაა ხელფასიც შეიმციროს, რათა დაბრუნდეს იმ ადგილას, სადაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო.

ალექსისი "უდინეზეს" ღირსებას 2006/2011 წლებში იცავდა, შემდეგ კი 37.5 მილიონის სანაცვლოდ "ბარსელონაში" გადავიდა.

სანჩესმა გასულ სეზონში "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული