"უფალმა მე ამირჩია, ეს ზეციური საჩუქარია" - მესი თავის საფეხბურთო ნიჭზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ხუან პაბლო ვარსკის "პოდკასტში" სტუმრობისას თავის ნიჭზე ისაუბრა.

როგორც მაიამის "ინტერის" შემტევმა განაცხადა, ეს მისთვის ღვთის საჩუქარია და ღმერთმა სწორედ ის აირჩია.

"ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ასეთი დავიბადე. ღმერთმა მე ამირჩია. ეს იყო საჩუქარი, რომელიც ზეციდან მომცეს.

ყოველთვის განსხვავებული ვიყავი. ხალხი ჩემ სანახავად მოდიოდა და მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ამის გაანალიზება ასაკის მატების შემდეგ დავიწყე.

რა თქმა უნდა, ვცდილობდი, გამომეყენებინა ნიჭი, ვცდილობდი, მისგან მაქსიმუმი მიმეღო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი,
რომელიც უკვე პატარაობისას ვიყავი", - თქვა მესიმ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამიტომაც ამოგარჩია.
მადლიერება საუკეთესო ადამიანური თვისებაა.
1
ღმერთს ფეხბურთის თამაში უნდოდა და მესის საშუალებით გააკეთა ეს
ქართველი
13:16 26-06-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული