"უფალმა მე ამირჩია, ეს ზეციური საჩუქარია" - მესი თავის საფეხბურთო ნიჭზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ხუან პაბლო ვარსკის "პოდკასტში" სტუმრობისას თავის ნიჭზე ისაუბრა.

როგორც მაიამის "ინტერის" შემტევმა განაცხადა, ეს მისთვის ღვთის საჩუქარია და ღმერთმა სწორედ ის აირჩია.

"ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ასეთი დავიბადე. ღმერთმა მე ამირჩია. ეს იყო საჩუქარი, რომელიც ზეციდან მომცეს.

ყოველთვის განსხვავებული ვიყავი. ხალხი ჩემ სანახავად მოდიოდა და მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ამის გაანალიზება ასაკის მატების შემდეგ დავიწყე.

რა თქმა უნდა, ვცდილობდი, გამომეყენებინა ნიჭი, ვცდილობდი, მისგან მაქსიმუმი მიმეღო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი,
რომელიც უკვე პატარაობისას ვიყავი", - თქვა მესიმ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამიტომაც ამოგარჩია.
მადლიერება საუკეთესო ადამიანური თვისებაა.
-
26 ივნისი 2024 19:27
1
ღმერთს ფეხბურთის თამაში უნდოდა და მესის საშუალებით გააკეთა ეს
ქართველი
26 ივნისი 2024 13:16
11
ეს ისეთი მორწმუნე ყოფილა, დღეს ცხვარსაც წააკლავს, ლომისობააო )))
კორბენა
26 ივნისი 2024 13:08
18
რას შვება შენი დაიკო, ხომ უძლებს შავი ასოების შემოტევას, შენც შეენაცვლე ხოლმე!
llcl
26 ივნისი 2024 16:56
2
ფეხბურთის გენიოსო! ღმერთს აქვს ნათქვამი, გაანძრიე ხელიო და მოგეხმარებიო! შენს შემთხვევაში შენს "მარცხენა ფეხზე" უფროა ნათქვამი!
ასეა!
26 ივნისი 2024 12:55
1
ლეო! გეყოს "ნამეტანი თავმდაბლობა"! შეიძლება ადამიანი დაიბადოს უნიჭიერესი, მაგრამ ეს ნიჭი ვერ გამოიყენოს (ნეიმარი). ერთ რამეში გეთანხმები, შენ მართლაც ღმერთის რჩეული ხარ, რადგანაც პატარაობიდანვე ისე წაიყვანე შენი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა, რო ამ დონემდე თამაშს ბევრი ვერც გაუძლებდა! აგერ უკვე რამდენი ხანია შენი გულშემატკივარი ვარ და ყოველი შენი ნათამაშები თამაში, მინი ზეიმია ჩემთვის, ამიტომაც უყვარხარ ლამის ნახევარი მსოფლიოს ფანებს!
გია
26 ივნისი 2024 11:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული