
მან ასეთად თანამემამულე, 39 წლის მცველი ტიაგო სილვა მიიჩნია. ვეტერანი უკანახაზელი გასულ სეზონში "ჩელსის" რიგებში ირჯერობდა და 38 შეხვედრაში 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება ნეიმარს, ის საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ ტრავმებმა გატანჯა და გასულ სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 შედეგიან დარტყმას 3 ასისტიც მიაყოლა.