დუგლას ლუიზი "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" ნახევარმცველი დუგლას ლუიზი, დიდი ალბათობით, კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, "იუვენტუსის" მხრიდან კი "ასტონ ვილას" ენცო ბარენეჩეა და სემ ეილინგი მიაშურებენ.

გარდა ორი ფეხბურთელისა, "იუვენტუსი" ბირმინგემულ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროსაც გადაუხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული