
მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ევროპის ჩემპიონატია.
"ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. ეს ყველაფერი ჩემს ენთუზიამზე უარყოფითად არ მოქმედებს. გულშემატკივრებს გაცუდებული პენალტის გამო ბოდიშს ვუხდი, ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 5 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.