
გარიგების სავარაუდო საფასურად 15 მილიონი ევრო სახელდება, თავად 32 წლის ფეხბურთელს კი საკმაოდ მაღალ გასამრჯელოს ჰპირდებიან.
გასულ სეზონში დე ვრიმ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და ახლა თავის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის მეოთხედფინალშია გასული.
ინფორმაციისთვის, "ალ იტიჰადის" ახალი მწვრთნელი "მილანის" ყოფილი დამრიგებელი სტეფანო პიოლი გახდა.