წყაროს ცნობით, "ქალაქელების" ბელგიელმა ლიდერმა კევინ დე ბრუინმა "ალ იტიჰადთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
Teamtalk-ის ინფორმაციით, "მანკუნიანელებმა" ბრუნო ფერნანდეშს უფლება მისცეს, რომ რომ არაბულ კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ბრუნოს დამატებით ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრი" ინტერესდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მიიღებენ "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დე ბრუინისა და ფერნანდეშის სანაცვლოდ.