"ფული საკმარისზე მეტი მაქვს, მაგრამ..." - დე ბრუინი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა საუდის არაბეთში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

ბრიტანული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ ბელგიელი ერთ-ერთ არაბულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ევროპის კონტინენტის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა.

დე ბრუინის თქმით, მას ახლაც საკმარისი შემოსავალი აქვს, თუმცა, თუ საქმე აბსურდულ წინადადებამდე მივა, "სიტის" დატოვებაზე დაფიქრდება.

"ვგრძნობ, რომ მშვიდი ზაფხული მექნება. არასდროს მითქვამს, რომ "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას ვაპირებდი. საკმარისზე მეტ თანხას გამოვიმუშავებ, თუმცა, თუ საქმე აბსურდულ წინადადებამდე მივა, ეს ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, შვილიშვილებისთვის, მათი შვილთაშვილებისთვის და მეგობრებისთვის შესანიშნავი იქნება", - განაცხადა
დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის პროლიგაში გადაბარგებას დე ბრუინის თანაგუნდელ ედერსონ მორაეშსა და ბრუნო ფერნანდეშს (მანჩესტერ იუნაიტედი) უწინასწარმეტყველებენ.

altდე ბრუინი და ფერნანდეში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოს არიან

altდე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები - არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

alt"საუკეთესო ტალანტია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია" - დე ბრუინი ფოდენზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი ტიპი ყოფილა დე ბრუინი თუ მართლა ამდენ ხალხს უდგას გვერდში
მამუკა
14:32 08-07-2024
1
ანუ, თუ იმაზე მეტს შემომთავაზებენ, ვიდრე წარმომიდგენია, მაშინ გადავალო. :)
მდააა
14:13 08-07-2024
1

სიახლეები პოპულარული