"ვიცით, საფრანგეთი როგორ დავამარცხოთ" - დე ლა ფუენტე

AutoSharing Option
დღეს, 9 ივლისს, ევრო 2024-ის ნახევარფინალში, ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებმა იცის, როგორ დაამარცხოს საფრანგეთი.

"საფრანგეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა ვიცით, ისინი როგორ დავამარცხოთ. ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ.

თუ ბურთი რთულ სიტუაციებში ვერ შევინარჩუნეთ, ძალიან გაგვიჭირდება. ვფიქრობ, გახსნილი თამაში იქნება.

გვინდა ფინალში ყველაფრის ფასად გავიდეთ. დიდი ხანია ამ გუნდის ზრდას ვუყურებ. ჩემი აზრით, თუ მუშაობას ასე გავაგრძელებთ, რაიმე მნიშვნელოვანს
აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა სცოდნია...
YNWA
09:11 10-07-2024
0
დაამტკიცა, ძალიან კარგი მწვრთნელია.
ზაკო
02:31 10-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული