პაოლა სალსედო მექსიკაში, ჰუსკილუკანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გასული თვის ბოლოს დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გოგონას გაძარცვის მიზნით ორი ადამიანი დაესხა თავს. სალსედომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. გოგონა საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 29 წლის პაოლას ორი სავარაუდო მკვლელი დააკავა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.
თუმცა მარია იზაბელ ერნანდეს
"მართლმსაჯულება ჩემი ქალიშვილისთვის. კარლოს სალსედოს ქვეყნის დატოვება სურს. მიზეზი არის ის, რომ ის და მისი მეუღლე ანდრეა ნავარო არიან პაოლას მკვლელობის დამკვეთები", - დაწერა ქალბატონმა Instagram-ზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაოლასა და კარლოსს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მათი კონფლიქტი კი განსაკუთრებულად ფეხბურთელის "აინტრახტში" თამაშის დროს გამწვავდა.
ძმამ და დაადანაშულა იმაში, რომ ხაზს უსვამდა და პირად ოჯახურ საკითხებზე საუბრობდა, რითაც პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა, ამან კი მათ შორის ძლიერი კამათი გამოიწვია.
სალსედოს კარიერის განმავლობაში "გვადალახარაში", "ფიორენტინაში", "აინტრახტში", "ტიგრესსში", "ტორონტოსა" და "ხუარესში" უასპარეზია. ახლა ის "კრუზ ასულის" ღირსებას იცავს, რომლის დატოვებასაც აპირებს.