"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი

AutoSharing Option
გუშინ, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ნარინჯისფერების" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ინგლისმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, იქამდე კი ნიდერლანდელთა საჯარიმოში წესების დარღვევის ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა.

"იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა, დუმფრისმა მხოლოდ დარტყმის დაბლოკვა სცადა.

VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს. იმ მომენტში მცველს სხვა რა უნდა გაეკეთებინა? ვფიქრობ, მსაჯმა უამრავი სულელური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თამაში ამის გამო არ წაგვიგია", - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსაკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთს ვარი კი არა შენისთანა იდიოტები ანადგურებენ @ ვარი რომ არ იყო რამდენი უსამართობა მოხდა და კიდევ რამდენი მოხდებოდა ვინ დათვლის ! აბა ერთი შენი გუნდს სასარგებლო გადაწყეტილება მიეღო მმაშინ სხვანაირად იჭიკჭიკებდი PP
zura222
13:46 11-07-2024
8
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ იქ პენალტი დასანიშნი იყო. თუ ვარზე ვინმეს პრეტენზია შეიძლება ქონდეს, ეს პირველ რიგში ჩვენ ვართ, მაშინ როდესაც ესპანეთმა აშკარა თამაშგარედან გაგვითანაბრა. არ მესმის იმ ეპიზოდის ნახვის მერე, როგორ არ გააუქმა მსაჯმა ის გოლი. რა საჭიროა მაშინ საერთოდ ეს სისტემა გაუგებარია.
ნეიტრალური
15:35 11-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული