![](https://sportall.ge/pictures/image5/59dd06c0a65e2dc4fc7a036e3b049e3c.jpg)
34 წლის თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ "ლაციო" დატოვა და "ბეშიქთაშში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლური კლუბი ავრცელებს.
რომაული კლუბი ტრანსფერში 3 მილიონ ევროს მიიღებს. იმობილეს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 6 მილიონი იქნება.
იმობილე "ლაციოში" 8 წელი თამაშობდა და 340 მატჩში 207 გოლი გაიტანა.