"ალ ნასრმა" "მანჩესტერ სიტის" ედერსონის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
"ალ ნასრმა" "მანჩესტერ სიტის" ედერსონ მორაეშის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი რუდი გალეტი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი "ქალაქელებისგან" პასუხს უახლოეს 48 საათში ელოდება.

თავდაპირველად "ალ ნასრს" მეკარის პოზიციაზე ვოიცეხ შჩესნის დამატება სურდა და "იუვენტუსთან" თანხმობასაც მიაღწია, თუმცა პოლონელი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.

რაც შეეხება ედერსონს, "მანჩესტერ სიტი" მისი გასხვისების წინააღმდეგი სულაც არ არის და თუ ბრაზილიელი კლუბს დატოვებს, გუნდის ნომერ პირველი მეკარე სტეფან ორტეგა გახდება, ესპანელმა "ქალაქელებთან" კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა.

მორაეში
"სიტის" 2017 წელს, "ბენფიკადან", 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. გასულ სეზონში ედერსონმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩში იასპარეზა, საიდანაც კარი მშრალად 16-ჯერ შეინახა და 34 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა გაუშვით და მამარდა იყიდეთ
ტოტტი
17:14 14-07-2024
0

სიახლეები პოპულარული