ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ბელგიელი ოსიმენის გასხვისებას ელოდება

AutoSharing Option
"ჩელსის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელს "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან ერთად მუშაობა სურს.

"ნაპოლი" "ჩელსის" 25 მილიონსა და ბონუსს შესთავაზებს, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად, პირველ რიგში, იტალიურმა კლუბმა ვიქტორ ოსიმენი უნდა გაასხვისოს.

ნიგერიელის დამატებით ყველაზე აქტიურად პსჟ ინტერესდება, დედაქალაქელთა რიგებში გადასვლის წინააღმდეგი არც ვიქტორია, მაგრამ კლუბები შეთანხმებისგან ჯერჯერობით შორს არიან.

შეგახსენებთ, ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა.

altლუკაკუ ნეაპოლში სახლს ეძებს - რა ბედი ეწევა

ოსიმენს?

altოსიმენი "ალ ჰილალში", ლუკაკუ კი - "ნაპოლიში"

alt"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გასაგებია და გეთამხმებით, რომ ლუკაკუს საკუთესო წლები ჩავლილია. მიუხედავად ამისა ის მაღალი კლასის მქონე ფორვარდია და ჯერ კიდევ არ არის ჩამოსაწერ ასაკში. საყურადღებოა რატომ აირჩია კონტემ მაინცდამაინც ის. მან ხომ ზუსტად იცის რომელუს შესაძლებლობები. კონტეს ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილია. მას შეუძლია ბურთისთვის ბრძოლა, შენარჩუნება და ოსიმენისაგან განსხვავებით არ არის მარტო კუნთი, აზროვნებს და შეუძლია როგორც ასისტი, ისე მისი ინტერესების გუნდისაკენ მიმართვა. სხვათაშორის ლუკაკუსნაირი ფორვარდი კვარასაც მრავალმხრივ შესაძლებლობებს უხსნის ამ სქემაში (3-4-2-1). მას ბევრად ფართო ასპარეზი მიეცემა და ოსისავით მუდმივად მოსაყვედურე პარტნიორიც არ ეყოლება. ეს პრიმადონა (ოსიმენი) ვარსკვლავები მხოლოდ თავისთვის ზრუნავენ. ამას მაინც რომ მოახერხებდეს ჯუღელი და ასე თუ ისე ხელფასთან ერთად, 1 წლის შემდეგ 100 მლნ ფარგლებში გამოსასყიდსაც ჩააწერინებდეს ახალ კონტრაქტში, შეიძლება არ იყოს ურიგო ვარიანტი ამჟამად. ხვიჩა ძალიან არ გადაიტვირთება (ლიგა არა აქვთ), თავის გამოჩენას კი ნაკრებშიც მოახერხებს. 1 წლის შემდეგ კი გზა ხსნილია დიადი მიზნებისაკენ!
ამატაკი
14:36 17-07-2024
0
ლუკაკუს შეძენით გაირკვა რა გუნდის დაყენებასაც აპირებს ლავრენტი და მისი კონტე. დებილებო, მაგას მიქაუტაძე არ ჯობდა? მომავალი მაინც აქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
13:57 17-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული