ოსიმენი "ალ ჰილალში", ლუკაკუ კი - "ნაპოლიში"

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კარგ ევროპულ გუნდში გადასვლა სურდა, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას არავინ არ აპირებს.

Sport Mediaset-ის ცნობით, "არსენალი" მზად იყო ოსიმენში 70 მილიონი გადაეხადა, მაგრამ ნეაპოლური კლუბი არ დათანხმდა. ნიგერიელის ამ ფასად შეძენაზე მხოლოდ საუდის არაბეთის "ალ ჰილალმა" გამოთქვა მზადყოფნა და დიდი ალბათობით, ტრანსფერი განხორციელდება.

"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორის შემცვლელად "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუს გადაბირება მოითხოვა. ლონდონური კლუბი ბელგიელის იჯარით გაშვებაზე თანახმა არ არის, გაყიდვა უნდა და 44-46 მილიონს ითხოვს. "ნაპოლიმ" 25-30 მილიონი (პლუს
ბონუსები) შესთავაზა და მხარეებმა შეიძლება კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. ლუკაკუ "რომაში" წელიწადში 7.5 მილიონს იღებდა, "ნაპოლიში" კი სეზონურ გასამრჯელოდ 5.5-6 მილიონ ევროს დათანხმდება.



მკითხველის კომენტარები / 15 /
ტრანსფერი აუქციონი არ არის და არც ფეხბურთელი არის უუფლებო საგანი.
მასე რომ იყოს (ვინც ბევრს იხდის იმას მიჰყიდო), 99% ვარსკვლავები და მათ შორის ჩვენი კვარაც საუდეთში იქნებოდა.
ოსიმენში რომ არ უნდათ 130 მილიონის გადახდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ფეხბურთელია, უბრალოდ ვიღაცას უნდა ძაან ბევრი გამოიმუშაოს.


ნიკი
18:36 06-07-2024
0
ვერ ვგებულობ ლუკაკუ მოიყვანო და ოსი გაუშვა რა ფილოსოფიაა
ჯაბა
18:06 06-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული