"არ მომწონს ბევრი რამ, რასაც აკეთებს... ცუდად იქცევა"- ჰამანმა ბელინგემზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა TopOffshoreSportsBooks-თან ინტერვიუში ინგლისის ნაკრებისა და "რეალის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა.

ჰამანის თქმით, ბელინგემის ინტერვიუები და ზოგიერთი ქმედება მისთვის მიუღებელია.

"ამჟამად ბელინგემი არასწორ გზას ადგას. გადახედეთ მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს. მაგალითად, ევრო 2024-ზე გერმანიაში არბიტრის შესახებ, როდესაც მოედნიდან აშკარად გასაძევებელი იყო. ასევე, ბოლო წუთზე სლოვაკეთთან გატანილი გოლის შემდეგ მისი სიტყვები: "სხვა ვინ?"

სიამოვნებით მოვისმენდი, რას ფიქრობენ მისი თანაგუნდელები. უნდა ახსოვდეს, რომ მის გვერდით 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელი თამაშობს. მადრიდის "რეალში" სეზონის პირველი ნახევარი
კარგად ჩაატარა, თუმცა სად იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალში ან ფინალში? იცით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა რომელი ფეხბურთელების წყალობით მოიგო? ანდრეი ლუნინის, ტონი კროოსის, ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს დამსახურებით. არ მომწონს ბევრი რამ, რასაც აკეთებს, ცუდად იქცევა", - განაცხადა ჰამანმა.

alt"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგლისელია რა… და როგორც წესი ქედმაღალი!
ლაშა
14:44 18-07-2024
0
რა ქნან, თავში უვარდებათ ეს "ვარსკვლავობა" და მაგის ბრალია, მაგათი ეს უცნაური საქციელებიც. ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც დღემდე თავში არა აქვს ავარდნილი ეს არის ლეო მესი! ამაზე მგონი არავინ შემედავება! არადა მთელი მისი საფეხბურთო კარიერაც იმაზე მეტყველებს, რო არის მეგა ვარსკვლავი!
ასეა!
13:50 18-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული