"ვინც არ ხტება, ის იუვენტინოა". აღნიშნულმა ქმედებამ კონტე გააბრაზა.
"ამაზე ერთხელ და სამუდამო შევთანხმდეთ. ვიქნები თავაზიანი და პატივმოყვარე. ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ! ჩვენ, მწვრთნელები ყოველთვის სამაგალითოდ უნდა მოვიქცეთ. დამიჯერეთ, "ნაპოლის" ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ", - განუცხადა კონტემ ქომაგებს.
შეგახსენებთ, კონტე "იუვენტუსს" 2011/2014 წლებში წვრთნიდა და "ბიანკონერის" სერია A-ს ტიტული 3-ჯერ მოაგებინა.
"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?
"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა