რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა

AutoSharing Option
20 წლის მეკარე დანილ ხუდიაკოვი (სიმაღლე 194 სმ) მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "შტურმში" გადავიდა.

ავსტრიულმა კლუბმა ხუდიაკოვს ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. გასულ სეზონში მას "ლოკომოტივის" პირველ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ჟურნალისტი ივან კარპოვი იტყობინება, რომ რუსული კლუბი კომპენსაციის სახით 310 ათას ევროს მიიღებს.

ხუდიაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო 10 ათასი იქნება. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ "ლოკო" სამჯერ მეტს სთავაზობდა.

"შტურმი", რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა ერშია ცუდიც და კარგი ადამიანები, ისე რო მარტო რუსებზე ნუ ავრცელებთ, რო ყველა ცუდია. რუსი მეგობრები მყავს მოსკოვიდან, შემოევლოთ ზოგიერთი აქაური კაცთმოძულე ქართველები (ქართველებსაც არ უნდა ვეძახოდე). პოლიტიკოსები აფუჭებენ და უფუჭებენ ერს სახელს.
თბილისელი.
11:32 23-07-2024
3
მე "სპორტალის" ერთგული მკითხველი ვარ და მადლობას გიხდით მასალების ოპერატიულად მოწოდებისათვის.
odala
03:03 23-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული