რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა

AutoSharing Option
20 წლის მეკარეს დანილ ხუდიაკოვს (სიმაღლე 194 სმ) მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი ამოეწურა და "შტურმში" გადავიდა.

ავსტრიულმა კლუბმა ხუდიაკოვს ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. გასულ სეზონში მას "ლოკომოტივის" პირველ გუნდში საერთოდ არ უთამაშია და რუსული კლუბი კომპენსაციის სახით 310 ათას ევროს მიიღებს.

ხუდიაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო 10 ათასი იქნება. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ "ლოკო" სამჯერ მეტს სთავაზობდა.

"შტურმი", რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ კონტრაქტი ამოეწურა,კომპენსაცია რაღაში გადაიხადეს?
სოსო
00:01 23-07-2024
1
Არ უნდა დაუშვათ რომ ავსტრიელმა ხალხმა ხვალ ჩელიაბინსკში გაიღვიძოს.არა რუს მეკარეს.არა რუსულ კანონს მთელ ევროპაში უკვე
დავით 67
22:24 22-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული