რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა

AutoSharing Option
20 წლის მეკარე დანილ ხუდიაკოვი (სიმაღლე 194 სმ) მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "შტურმში" გადავიდა.

ავსტრიულმა კლუბმა ხუდიაკოვს ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. გასულ სეზონში მას "ლოკომოტივის" პირველ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ჟურნალისტი ივან კარპოვი იტყობინება, რომ რუსული კლუბი კომპენსაციის სახით 310 ათას ევროს მიიღებს.

ხუდიაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო 10 ათასი იქნება. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ "ლოკო" სამჯერ მეტს სთავაზობდა.

"შტურმი", რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Არ უნდა დაუშვათ რომ ავსტრიელმა ხალხმა ხვალ ჩელიაბინსკში გაიღვიძოს.არა რუს მეკარეს.არა რუსულ კანონს მთელ ევროპაში უკვე
დავით 67
22 ივლისი 2024 22:24
12
დავით, სულ გააფრინე? რეებს ბოდავ? რა რუსული კანონი? " რუსული კანონი" არ მიიღეს საფრანგეთში, ესპანეთში და რიგ ქვეყნებშიც? კარგით რა მართლა და მართლა? ყველაზე რბილი კანონი აქ ჩვენთან მიიღეს და ეგეც აღარ გინდათ? ფრანგული კანონი არის უმკაცრესი და აქ რუსულს ბაზრობთ? იძაღეთ ეხლა ყოველ სიტყვაში "ალა ლუსულ კანონს" ლატომ დავითა? პასუხი, იმიტომ! და ამიტომ! ვაი შენს და ნაცების პატრონს?
დავით 67-ს
23 ივლისი 2024 11:15
2
Shen babu reebs idzaxi??? bavshvma ra daashava 20 wlis bichia moxia rusetidan :)))
L.J .
22 ივლისი 2024 23:30
4
ყველა ერშია ცუდიც და კარგი ადამიანები, ისე რო მარტო რუსებზე ნუ ავრცელებთ, რო ყველა ცუდია. რუსი მეგობრები მყავს მოსკოვიდან, შემოევლოთ ზოგიერთი აქაური კაცთმოძულე ქართველები (ქართველებსაც არ უნდა ვეძახოდე). პოლიტიკოსები აფუჭებენ და უფუჭებენ ერს სახელს.
თბილისელი.
23 ივლისი 2024 11:32
3
თუ კონტრაქტი ამოეწურა,კომპენსაცია რაღაში გადაიხადეს?
სოსო
23 ივლისი 2024 00:01
2
მეკარის აღზრდისთვის
baggio
23 ივლისი 2024 11:14
0
მე "სპორტალის" ერთგული მკითხველი ვარ და მადლობას გიხდით მასალების ოპერატიულად მოწოდებისათვის.
odala
23 ივლისი 2024 03:03
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული