"არ ვიცი, "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს თუ არა, მაგრამ ეს ადამიანი..." - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კონტეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ანჯელო ოგბონამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

ოგბონას თქმით, იტალიელ სპეციალისტს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

"კონტეს ფეხბურთში დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, "ნაპოლი" შეძლებს თუ არა სკუდეტოს მოგებას, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილი ჯადოქარია და სასწაულების მოხდენა შეუძლია.

კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, ფიზიკურად და მენტალურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თუ შესაბამის წინადადებას მივიღებ, აუცილებლად განვიხილავ", - განაცხადა 36 წლის მცველმა.

შეგახსენებთ, ოგბონა ამჟამად თავისუფალი აგენტია. იტალიელი 2015
წლიდან "ვესთ ჰემის" რიგებში ირიცხებოდა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი "ჩაქუჩები" დატოვა.

altსიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

alt"კონტეს ხელმძღვანელობით "ნაპოლი" მინიმუმ ამას მიაღწევს" - ბონუჩიმ პროგნოზი გააკეთა

alt"თუ კონტე ამას გააკეთებს, "ნაპოლი" ბევრ გოლს გაუშვებს" - ფედელემ "პარტენოპეი" გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ფოტოში კონტე ჯუღელს გავს
ხომ ერა
13:13 23-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული