"ყველაფერი კარგად იქნება" - პოგბა ფეხბურთში დაბრუნების იმედს არ კარგავს

AutoSharing Option
31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ Goal-თან ინტერვიუში დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმედს არ კარგავს, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებას კვლავ მოახერხებს.

"გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და პასუხს ველოდებით. იქამდე კი ვარჯიშს ვაგრძელებ და ფორმას ვინარჩუნებ.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მყავს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, რომლებიც მხარს მიჭერენ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა პოგბამ.

ინფორმაციისთვის, გასული წლის აგვისტოში პოგბას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მისცეს, "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ ტესტოსტერონის ძალიან დიდი დონე აღმოაჩნდა.

alt"მოვკვდი, ყველაფერი დავკარგე..." - პოლ პოგბა დისკვალიფიკაციაზე

altპოგბა სამსახიობო

კარიერის დაწყებას შეეცდება

alt"არ მჯერა, რომ პოლმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა" - დეშამმა პოგბაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული