დიდი ალბათობით, "პარი სენ ჟერმენის" საკუთრებაში მყოფი ხავი სიმონსი იჯარის წესით კვლავ "ლაიფციგში" დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სიმონსის გადაბირებით "ბაიერნიც" ინტერესდება, თუმცა თავად ნიდერლანდელ ფეხბურთელს კვლავ "რედ ბულში" თამაში სურს.
სიმონსმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.