მიკელ მერინო კარიერას "არსენალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"სოსიედადის" ნახევარმცველი მიკელ მერინო კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მეთოფეები" ესპანურ კლუბს 30 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად მერინო კი "არსენალთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, მერინომ გასულ სეზონში "სოსიედადის" მაისურით 45 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული