"აღარავის შევიძენთ და ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ" - ანჩელოტიმ "რეალის" მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ As-თან ინტერვიუში კლუბის გეგმების შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "ბლანკოსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების დამატებას აღარ აპირებს.

"ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დასრულებულია. სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობ. ნებისმიერ პოზიციაზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელები გვყავს.

განვიცდი, რომ კროოსი აღარ გვყავს, ის ძალიან დაგვაკლდება, თუმცა გვაქვს რესურსი, რომ გერმანელი შევცვალოთ. არ ვამბობ, რომ მისი დონის მოთამაშეები უხვად გვყავს, რადგან ის სხვა დონის ფეხბურთელი იყო, თუმცა ბევრი ვარიანტი მაქვს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კილიან მბაპე
და ენდრიკი დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი ვიღა უნდა იყიდოთ მბაპე და ენდრიკი დაიმატეთ და მბაპეს ფასი ბევრი გუნდი არ ღირს ჯამში
ტოტტი
18:06 01-08-2024
0

სიახლეები პოპულარული