მადრიდის "ატლეტიკო" "სიტის" ალვარესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" "მანჩესტერ სიტის" ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას DSports Radio ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ალვარესს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო "ქალაქელების" დატოვება სურს, თავის მხრივ, "სიტის" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას არგენტინელთან განშორება არ უნდა, თუმცა ფეხბურთელს წასვლაში ხელს არ შეუშლის.

მორატას "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ, "როხიბლანკოს" არტიომ დოვბიკის დამატება სურდა, თუმცა უკრაინელმა არჩევანი "რომაში" გადასვლაზე გააკეთა.

გამოცემის ინფორმაციით, ალვარესის შეძენით პირადად "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ინტერესდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული