"განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ" - ვინისიუს ჟუნიორი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.

ბრაზილიელის თქმით, მას იმაზე მეტი ტიტულის მოგება, გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება სურს, ვიდრე ეს გასულ სეზონში მოახერხა.

"მინდა უფრო მეტი ტიტული მოვიგო, ვიდრე გასულ წელს მოვახერხე; ასევე, გავიტანო მეტი გოლი და შევასრულო კიდევ უფრო ბევრი საგოლე პასი. განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ.

მართალია, "რეალში" უკვე 6 წელია ვთამაშობ, მაგრამ ლუკა მოდრიჩთან ერთად მოედანზე ყოფნით არასდროს დავიღლები, მაქვს საშუალება, რომ ასეთი ფეხბურთელებისგან ვისწავლო, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა", -
ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Marca.

alt"თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან" - ვინისიუსი

alt"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

alt"მაშინ სად იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი რასისტი და მტირალა ხარ თორემ საუკეთესო იქნებოდი
Olee
23:37 07-08-2024
0
ახლა გრაცის შტურმი და პარი სენ ჟერმენი თამაშობენ ამხანაგურად.70 წუთის შემდეგ,2-2-ა.ფრანგები 10 წუთის შემდეგ,2-0 იგებდნენ,მაგრამ 43 წუთზე,კიტეიშვილს გაუთანაბრებია ანგარიში.შემადგენლობაშიც წერია,მისი გვარი,თუმცა 10 წუთი ვუყურებდი და მოედანზე ვერ დავინახე,ცვლილებები კი,მხოლოდ პარიზელებს აქვთ გაკეთებული.არ ვიცი,შესაძლოა რაღაცა შეცდომაა,ან კიდევ შეცვალეს და ოქმი არ დაუდიათ,ინტერნეტში.ამას წინათაც,კვარაცხელიას დუბლი ეწერათ და აღმოჩნდა რომ მეორე გოლის დროისათვის ხვიჩა უკვე შეცვლილი ჰყავდათ.
სოსო
22:07 07-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული