ტრიპიერი შესაძლოა "ვესთ ჰემში" გადავიდეს

AutoSharing Option
კირან ტრიპიერმა შესაძლოა "ნიუკასლი" დატოვოს და "ვესთ ჰემს" შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ჩაქუჩებს" დაცვის ზონის გაძლიერება სურ., თავის მხრივ, "კაჭკაჭებს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ტრიპიერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან.

"ვესთ ჰემი" განაპირა მცველის პოზიციაზე აარონ ვან ბისაკას (მანჩესტერ იუნაიტედი) და კაილ უოლკერ პიტერსის (საუთჰემპტონი) დამატებასაც განიხილავს.

ტრიპიერმა გასულ სეზონში "ნიუკასლის" მაისურით 28 მატჩი ჩაატარა და თავი 10 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული