გაგიჟდნენ და გადაირივნენ - 1 მილიარდი ვინისიუსის გამოსასყიდად!

AutoSharing Option
Globo-ს მტკიცებით, საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (PIF) წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქვეყნის სპორტის სამინისტროს სახელით ვინისიუს ჟუნიორთან და მზად არიან ბრაზილიელი 1 მილიარდ ევროდ გამოისყიდონ, რათა ის "ალ-ახლიში" გადავიდეს.

The Athletic-ის ცნობით, მოლაპარაკებები ერთი თვეა მიმდინარეობს, ვინისიუსი შეთავაზების მოლოდინშია, "რეალი" მის გაშვებას არ აპირებს, მაგრამ კონტრაქტში 1-მილიარდიანი კლაუსულას პუნქტია შეტანილი. ვინისიუსი "ბლანკოსთან" ხელშეკრულებით 2027 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, საუდის არაბეთის კლუბი კი ხუთი წლით თავიანთ გუნდში გადაბარგებას შესთავაზებს.

საუდის არაბეთმა მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე შეიტანა განაცხადი და სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს
უნდა ვინისიუსი ქვეყნის ელჩი და მათი ლიგის სახე იყოს.

ეს შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი, ხოლო ვინისიუსი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.

"მარკა" იტყობინება, რომ ჯერ "რეალი" და ვინისიუსი უარზე არიან, თუმცა საკითხვია, გაუძლებენ თუ არა ბოლომდე ცდუნებას?

მკითხველის კომენტარები / 12 /
გაგიკვირდებათ და არც გაგიჟებულან და არც გადარეულან - ფეხბურთი უკვე რახანია, ბიზნესია და ბიზნესს საკუთარი წესები აქვს, - ყველა ტიპის საქონელს მისი შესაბამისი ( ან შეუსაბამო), მაგრამ ფასი აუცილებლად უნდა ედოს... ვინი კი ნამდვილად კარგი საქონელია, თანაც ყველა მნიშვნელობით...
დდდ
15:45 13-08-2024
1
ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა ფულის გათეთრების სქემად იქცა. დაახლოებით იგივეა, რაც "ხელოვნების ნიმუშების" ინკოგნიტო პირებისთვის "კრისტის" და "სოთბის" აუქციონებზე გაყიდვა.
კოტე
12:48 13-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული