მბაპემ სადებიუტო გაიტანა - "რეალმა" სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფას სუპერთასზე „რეალმა“ „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა და სარეკორდო მეექვსედ მოიპოვა ტიტული.

„სამეფო გუნდში“ მბაპეს დებიუტი შედგა. ბერგამოელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს და პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც დე რონის ჩაწოდებული ბურთი მილიტაოსგან რიკოშეტით ხარიხას მოხვდა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მადრიდელებსაც მიეცათ - ბურთი რამდენიმე მეტრიდან ხარიხას როდრიგომ გაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პაშალიჩს „ბლანკოსის“ მეკარემ კურტუამ არ გაატანინა. შემდეგ „რეალი“ უპირატესობას დაეუფლა: 59-ე წუთზე ვინისიუსი მეურვეს დაუსხლტა, კარის წინ პასი ვალვერდეს გაუკეთა და მან თავისი გუნდი დააწინაურა.
მერე პირისპირ გასულ ვინისიუსს და ბელინგემს გატანა მეკარე მუსომ არ დაანება. სამაგიეროდ მბაპემ გაიტანა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

ვარშავა. „ნაროდოვი“

რეალი - ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ვალვერდე (59), მბაპე (68)

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ ტაიმში ატალანტა სჯობდა.
დავით67
02:34 15-08-2024
0
მოვიგეთ ფეოლა-გაგიჭირდებოდათ
BOSS
01:00 15-08-2024
0

სიახლეები პოპულარული