კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია და შაბათს არაერთი შეხვედრა შედგა. დღეს, 18 აგვისტოს, ელიტარულ ჩემპიონატებში, საქმეში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ჩაერთვებიან.

ხვიჩას იტალიაში რამდენიმე მეტოქე განსაკუთრებით უყვარს და ერთ-ერთი სწორედ "ვერონაა", რომელსაც ჩვენი დროით 20:30 საათზე ესტუმრებიან. ქართველს გასულ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ვერონაში ჰქონდა, როცა დუბლი შეასრულა. მაშინ "კვარას" მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას მეტოქის გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. შემდეგ 77-ე ნომერმა მათ შინაც გაუტანა (წინა სეზონში, მაშინაც პირველ ტურში, სადებიუტო მატჩში, გოლიც და საგოლე პასიც მიითვალა).

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო - მაცოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა - პოლიტანო, კვარაცხელია - რასპადორი.

გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" დაბრუნებისა და პირველი ოფიციალური მატჩის მიმართ დიდი ინტერესია. ლიონი" საწყის ტურში "რენს" ესტუმრება - საქართველოს დროით 22:45 საათზე. "როაზონ პარკზე" ლიონელებმა ბოლოს კი მოიგეს, მაგრამ ისე მუდამ უჭირთ.

Sportall.ge ტოპლიგებში მოთამაშე ჩვენებურების შესახებ დეტალურად აქ წერდა -

altდღეს: მამარდაშვილი "ბარსას" წინააღმდეგ და საუბრები მის ირგვლივ - კვარაცხელია, როგორც სადებიუტო მატჩში...

შემოგთავაზებთ შეხვედრებს, რომელიც კვირასა და ორშაბათს (დღეს და ხვალ) დიდ ინტერესს იმსახურებს. სანამ ბუნდესლიგა ისვენებს, ერთ დაპირისპირებას პორტუგალიაში დავაანონსებთ...

"ჩელსი" - "სიტი"

მაშინ, როცა ჩვენი ყურადღება "ნაპოლის" მატჩისკენ იქნება მიმართული, ლონდონში დიდი აფიშაა, "სტემფორდ ბრიჯზე" (40 341 მაყურებელი) "ჩელსი" ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" დაუხდება - დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე.

ამ გუნდებმა ბოლოს 4 აგვისტოს, აშშ-ში ითამაშეს, სადაც ერლინ ჰოლანმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, "ქალაქელებმა" კი (4:2) გაიმარჯვა.

დე ბრუინი ემზადება

Sportall.Ge

"ჩელსი" საკმაოდ გაძლიერდა. მათ "ვულვზიდან" ფორვარდი პედრო ნეტო 60 მილიონ ევროდ შეიძინეს, "ბარსელონას" კი 18 წლის შემტევ მარკ გუიუში 5 მილიონი გადაუხადეს. რაც შეეხება "სიტის", გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვება და გუნდის განახლება მარტივად შეუძლია, ხულიან ალვარესი "ატლეტიკოში" ითამაშებს. ახლა როდრიც არ იქნება.

ლონდონურმა კლუბმა, რომელსაც მარესკა წვრთნის, პრინციპულ მეტოქეს ბოლოს 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოუგო, იმის შემდეგ კი 10 შეხვედრაა, ამას ვერ ახერხებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ჩელსი": სანჩესი - გუსტო, ფოფანა, კოლვილი, კუკურელა - ფერნანდესი, ლავია, კაისედო - ნეტო, ნკუნკუ, პალმერი;

"სიტი": ედერსონი - ლევისი, აკანჯი, დიაში, გვარდიოლი - ბერნარდო, კოვაჩიჩი - სავინიო, დე ბრუინი, დოკუ - ჰოლანი.

მსაჯი: ტეილორი.

"ლესტერი" - "ტოტენჰემი"

ახლო წარსულში პრემიერლიგის გამარჯვებული "მელიები" დაქვეითების შემდეგ ბრუნდება და ეს ძალიან საინტერესოა. "ლესტერის" პირველი მეტოქე სერიოზულია და სტივენ კუპერის გუნდი "ტოტენჰემს" "კინგ ფაუერზე" (32 261) უმასპინძლებს - ორშაბათს, 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.

ანტე პოსტეკოღლუმ "ტოტემჰემში" დიდი სამუშაო ჩაატარა და ტრადიციულად, ახლაც ამბიციური მიზნები ექნებათ.

37 წლის ვარდიმ 12 წლის წინ გაიტანა...

Sportall.Ge

"ლესტერისა" და "ტოტემჰემის" დაპირისპირებები სულ საინტერესოა და ბევრი გოლიც გადის. 2016 წლის შემდეგ ამ გუნდებს შორის ფრე არ დაფიქსირებულა, არადა 13-ჯერ ითამაშეს. ჯეიმს ვარდი, რომელმაც "ლესტერის" რიგებში პირველი გოლი 12 წლის წინ გაიტანა, 37 წლის ასაკში კარიერას აგრძელებს.

"ლესტერი" პრემიერლიგის სტარტს საშინელ ფორმაში ხვდება, "ვილიარელთანაც" წააგო, "აუგსბურგთან" და "ლანსთანაც". უკანასკნელ ორ შეხვედრაში "დეზებიც" დამარცხდა, თუმცა მათი მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იყო.

ფაბრეგასი "იუვენტუსით" იწყებს

Sportall.Ge

"იუვენტუსი" - "კომო"

იტალიის ჩემპიონატს "იუვენტუსი" სკუდეტოს მონატრებული იწყებს, პირველ ტურში კი საინტერესო მოწინააღმდეგე ჰყავს, სესკ ფაბრეგასის "კომო", რომელთაც სერიოზული ტრანსფერები განაცორციელეს.

მეკარე რეინა, მცველები ვარანი, მორენო და დოსენა, ფორვარდი ბელოტი მნიშვნელოვანი გაძლიერებაა
ვნახოთ, მართლაც ჭკვიანი ფეხბურთელი ფაბრეგასი რას შემოგვთავაზებს. "იუვენტუსში" კი ტიაგო მოტასთან ერთად ახალი ეპოქა იწყება. დუშან ვლაჰოვიჩზე კვლავ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ტურინის "ალიანს" სთედიუმზე" (41 507) ეს დაპირისპირება ორშაბათს, 19 აგვისტოს, 22:45 საათზე შედგება. ისინი აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ, 2002-03 წლების სეზონში შეხვდნენ - ტურნიში (1:1) ფრე დაფიქირდა, სტუმრად კი "იუვემ" (3:1) მოიგო.

ახალწვეული ხულიან ალვარესი

Sportall.Ge

"ვილიარეალი" - "ატლეტიკო"

მადრიდის "ატლეტიკომ" ტრანსფერებისთვის წელს განსაკუთრებით ბევრი დახარჯა და დიეგო სიმეონეს გუნდის ხილვა საინტერესო იქნება - ალვარესზე უკვე დავწერეთ, აქ ითამაშებს ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი სორლოთი, ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ლე ნორმანდი, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ავტოგოლი მიითვალა. დიეგომ საკუთარი ვაჟი დააბრუნა, ოღონდ არა "ნაპოლიში" მოთამაშე ჯოვანი, არამედ 21 წლის ჯულიანო, რომელიც ორი სეზონია, იჯარით გამოდიოდა.

"ვილიარეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფრანგი მცველი კამბვალა შეიძინა და "ბეტისის" ფორვარდი აიოზე პერესიც დაიმატა. მარსელინოს ყოველთვის საინტერესო გუნდი ჰყავს.

"ვილიარეალსა" და "ატლეტიკოს" თვალსასეირო მატჩები იმართება და ორშაბათსაც (23:30 სთ) "დე ლა კერაკიმაზე" (23 000) იმავეს ველით.

altბუდუ, "ჩაკვე", "ქოჩორა" - ქართველები ელიტარულ ლიგებთან ახლოს, თანაგუნდელი ზიდანი და ყველაზე მეტნი იტალიაში

altყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ მოიგო[VIDEO]

altდე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი

alt6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული