"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, სკოტი მაკტომინეის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი "პარტენოპეიში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, თუმცა კლუბები სატრანსფერო ფასზე უნდა მორიგდნენ.

"ნაპოლის" შოტლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროსა და ბონუსების გადახდა მოუწევს.

მაკტომინეი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, მისი დებიუტი "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში 2017 წელს შედგა, მაშინ "მანკუნიანელებს" ჟოზე მოურინიო ავარჯიშებდა.

altსკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

altსასწაული "ოლდ ტრაფორდზე" - 87-ე წუთზე შემოსულმა მაკტომინეიმ "ბრენტფორდს" 2 გოლი

გაუტანა და "იუნაიტედს" მოაგებინა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს თუ იყიდეს და დააყენეს საბოლოოდ მოკვდება ნაპოლის ნახევარდაცვა
2
გრძელდება ნაპოლის უაზრო სატრანსფერო პოლიტიკა. შარშანაც 6 თუ 7 ფეხბურთელი იყიდეს,100 მილიონამდე დახარჯეს და საბოლოო ჯამში არცერთი გამოადგათ, ვინც გუნდი ათრია მთელი სეზონი (არ დავაკონკრეტებ) მას ხელფასი არ გაუზარდეს, ეხლაც ლუკაკუს ეპოტინებიან და 30-35 მილიონის გადახდას აპირებენ, ხელფასად კი 6 მილიონის მიცემას, როცა იმავე ფასად 2 ახალგაზრდა პერსპექტიული ფორვარდის შეძენა და შენახვა იქნებოდა შესაძლებელი. ვითომ მოძრაობენ, რაღაცას ცვლიან, აგერ კონტეც დაიქირავა წუწკმა მოხუცმა, მაგრამ შინაარსობრივად დიდად არაფერი იცვლება და ამას სერია ა-ს პირველი 5-7 ტური დაადასტურებს, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ კვარაცხელია ჩარჩა ამ ჭაობში.

პ.ს მოკითხვა ჯუღელს.
ABARA
11:53 16-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული