მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში უამრავი შეცდომა დავუშვით, რითაც "ვალენსიამ" ისარგებლა. მეორე ნახევარში კი თამაში გამოვასწორეთ.
ლევანდოვსკი? უნიკალურია, რობერტი ნამდვილი პროფესიონალია. ორივე გოლი მან გაიტანა და თანაგუნდელებს დაცვაშიც ეხმარებოდა", - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას 24 აგვისტოს, "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართავს.
მამარდაშვილის "ვალენსიამ" სახლში "ბარსელონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]