"ამ მომენტში პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გამაჩნია" - გვარდიოლა

AutoSharing Option
დღეს, 18 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საკუთარი გუნდის გეგმების შესახებ ისაუბრა.

ესპანელის თქმით, ჯერჯერობით პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გააჩნია.

"როცა სეზონი დაიწყება, ჩვენი მიზანი ოთხეულში შესვლა იქნება. "ნიუკასლს" თამაში კვირაში ერთხელ მოუწევს და ისევ ისეთი ძლიერი გუნდია, როგორიც 2 წლის წინ.

"არსენალსა" და "ლივერპულზე" საუბარიც კი ზედმეტია. ვფიქრობ, პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შემოუერთდება.

"ტოტენჰემმა" სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურა და ენჯ პოსტეკოგლუმ იცის გუნდი როგორ გააუმჯობესოს. "ჩელსის" ჩამოწერაც არ შეიძლება...

პრემიერლიგაში თუ ერთხელ მაინც ფეხი დაგიცდა, საჩემპიონო ბრძოლას ეთიშები, ეს "მანჩესტერ სიტის" ჩაბარებიდან პირველივე სეზონში გავიაზრე. ამიტომ 114 ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ.

ამ მომენტში პრემიერლიგის მოგების მოტივაცია საერთოდ არ გამაჩნია, ალბათ სეზონის დასრულებამდე 1 თვით ადრე ეს განწყობა შეიცვლება.

ახლა მთავარი კითხვაა დავამარცხებთ თუ არა "ჩელსის"? გასულ სეზონში ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, საუკეთესო ფორმაში კი ნამდვილად არ ვართ, თუმცა ეს ნორმალურია", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

altსილვა: გვარდიოლამ მითხრა, რომ პენალტებს აღარ შევასრულებ

altTodo Fichajes: "სიტი" კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა - გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს

alt"გვარდიოლამ ეს მასწავლა" - მესიმ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული