"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "რომას" შემტევი პაულო დიბალა კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ "ალ ქადისიაში" გააგრძელებს.

ჟურნალისტებმა "ჯალოროსის" მთავარ მწვრთნელს დანიელე დე როსის არგენტინელის გასხვისების შესახებ ჰკითხეს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამაში საპანიკო არაფერია, რადგან 2 წლის წინ ლიდერები "ნაპოლიმაც" გაყიდა, შემდეგ კი "პარტენოპეიმ" სკუდეტო მოიგო.

"დიბალა? 24 თვის წინ "ნაპოლიმ" ყველა ლიდერი გაყიდა. რა მოხდა შემდეგ? სკუდეტო მოიგეს. ზოგჯერ როდესაც გუნდი მნიშვნელოვან მოთამაშეს უშვებს, კოლექტივი უფრო ერთიანი ხდება", - განაცხადა დე როსიმ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, "რომა" დიბალას გაყიდვიდან 12 მილიონ ევროს მიიღებს, არგენტინელი
კი საუდის არაბეთში ხელფასის სახით ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

altპაულო დიბალაც საუდის არაბეთში - შეთანხმება ძალიან ახლოსაა

alt"აქ ბედნიერი ვარ" - დიბალამ "რომაში" დარჩენა დაადასტურა

alt"რონალდოს ვუთხარი, რომ ბავშვობაში მძულდა" - დიბალამ "იუვენტუსში" გადამხდარი ისტორია გაიხსენა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლი კოლექტივის ერთიანობით კი არ გახდა ჩემპიონი იმიტომ გახდა რომ კვარა მივიდა იქ ! თავიდანვე გამოაშტერა კვარამ მეტოქეების მწვრთნელები და მოთამაშეები და სანამ ისინი აზრზე მოვიდოდნენ და კვარას "გალიაში" მოქცევას დაამუშავებდნენ ნაპოლი 20 ქულით გაიჭრა წინ და უკვე გვიან იყო დაწევაზე ფიქრი და ჩალიჩი!
zura222
16:16 18-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული