შეხვერის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, "რეალმა" მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
"თამაში კარგად დავიწყეთ, გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გაზრდის შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში ბალანსი დაგვაკლდა, ძალიან ბევრს ვუტევდით და ასეთ დროს ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.
ნამდვილად უკმაყოფილო ვარ, უკეთ თამაში შეგვეძლო, თუმცა ამ მატჩმა უამრავი რამ გვასწავლა.
გაერთიანება გვჭირდება, ვფიქრობ, მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო უფრო ვერ მოვიგეთ, ვიდრე ფიზიკური პრობლემების გამო",
ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? - იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა
"რეალი" აღარავის დაიმატებს - ანჩელოტიმ ზაფხულში ტრანსფერები გამორიცხა