"რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა" - იტალიელმა ჟურნალისტმა კონტე გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა მასიმო ბრამბატიმ TMW Radio-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

ბრამბატის თქმით, კონტეს "პარტენოპეის" ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა.

"როდესაც კონტე "ნაპოლიში" მოვიდა, დი ლორენცოს და კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა სურდათ, თუმცა ანტონიომ ამ პრობლემების მოგვარება მოახერხა და სიტუაცია დასტაბილურდა.

დარწმუნებული ვარ, ვერ წარმოიდგენდა რომ ოსიმენის სიტუაცია ამ დრომდე ვერ გაირკვეოდა. ნიგერიელის ვერგაყიდვის გამო, ლუკაკუს ტრანსფერიც ჭიანურდება.

კონტე უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა, მიუხედავად ამისა, წინ უამრავი ტურია და შეიძლება ყველაფერი გაუმჯობესდეს.

კვლავ ჩემს
აზრზე ვარ, კონტეს "ნაპოლის" ჩაბარებაზე უარი უნდა ეთქვა", - განაცხადა ბრამბატიმ.

alt"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი

alt"ოსიმენმა 2 მილიონი არაფერში მიიღო, კონტემ უნდა გამოიყენოს" - იტალიელმა ჟურნალისტმა ნიგერიელზე ისაუბრა

alt"ფანებს ბოდიშს ვუხდი, ეს პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება, რაც შეეხება "კვარას"..."- რა თქვა კონტემ "ვერონასთან" მარცხის შემდეგ?

მკითხველის კომენტარები / 2 /
მინ ჯაე და ლოზანო ყოფილა ნახევარი გუნდი!
bondo
23:02 23-08-2024
0
მთელი ნაპოლი გახდა უმოტივაციო უსაქმურების თავშეყრის ადგილი, სამი ოთხი კაცის გარდა ყველა გასაყრელია და ხელახლაა გუნდი შესაქმნელი. რაც ადრე დაიწყებს დიდ წმენდას კონტე მით უკეთესი. ოსიმენი არის ნომერ პირველი სიტუაციის გამფუჭებელი.
სიგმა
18:16 23-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული