09:30 24-08-2024
ჯაკას გასროლა და გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე - "ლევერკუზენი" თავის სტილში იწყებს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი ალონსოს გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე გრანიტ ჯაკამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
38-ე წუთზე ფლორიან ვირცმა "ლევერკუზენი" წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმში "გლადბახი" გააქტიურდა, 59-ე წუთზე ნიკო ელვედიმ სხვაობა შეამცირა. 85-ე წუთზე კი ტიმ კლეინდიენსტმა ანგარიში გაათანაბრა.
90+11 წუთზე კი ფლორიან ვირცმა დუბლი შეასრულა და "ლევერკუზენს" 3 ქულა მოუტანა.
ალონსოს გუნდი მორიგ მატჩს 28 აგვისტოს, გერმანიის თასზე "იენას" წინააღმდეგ გამართავს, "გლადბახი" კი 31 აგვისტოს, ბუნდესლიგაში "ბოხუმს" დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში უკვე 35 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია მიუნხენის "ბაიერნს" (53 მატჩი) ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული