"ნაპოლი" და "ლაციო" მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ, რაც შეეხება ჩემპიონატის ფავორიტებს..." - კასანო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში სერია A-ს 2024/2025 წლების სეზონის შესახებ ვარაუდი გამოთქვა.

მისი აზრით, "ლაციო" იტალიის ჩემპიონატის სეზონის მთავარი იმედგაცრუება იქნება.

"სერია A-ს სეზონის მთავარი იმედგაცრუება "ლაციო" იქნება. გასულ წელს ვთქვი, რომ რომაელები დიდ სიურპრიზს შემოგვთავაზებდნენ, წელს კი საპირისპირო აზრი მაქვს.

"რომა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, თუ დისციპლინის პრობლემები არ მოგვარდება. "მილანი"? კარდინალე მასარას და მალდინის საშინლად მოექცა, კლუბის ხელმძღვანელებმა ისტორიას პატივი უნდა სცენ. "ატალანტას" კარგი სეზონი ექნება, "იუვენტუსთან" და "ინტერთან" ერთად, "ბერგამოელები" ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

"ლაციო"
მეშვიდე ადგილს დაიკავებს, თუ "ნაპოლის" უარესი სეზონი არ ექნება", - განაცხადა კასანომ.

alt"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი

alt"ის საუკეთესო მწვრთნელია და "ნაპოლი" უნდა ჩაიბაროს" - კასანოს რჩევა დე ლაურენტისს

alt"როგორც მწვრთნელი, დასრულებულია" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

alt"ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის" - კასანომ ჰოლანზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული